|
2024-11-13 14:36:52, 1613 ნახვა
ცესკო - პოლიტიკოსების მიერ გავრცელებული ინფორმაცია ცესკოს მიერ მარკერების შეცვლის შესახებ სრული სიცრუეა
საარჩევნო ბიულეტენზე არჩევანის დასაფიქსირებლად გამოყენებული სპეციალური მარკერები საარჩევნო ადმინისტრაციას კომპანია „სმარტმატიკმა“ მოაწოდა,- ასე ეხმაურება ცენტრალური საარჩევნო კომისია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, თინა ბოკუჩავას განცხადებას. როგორც ცესკოში აცხადებენ, აღნიშნულს ადასტურებს კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება და მათ შორის მარკერების მიღება-ჩაბარების აქტები, რომლებიც საჯაროა და განთავსებულია სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში.
შეგახსენებთ, "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ ცესკომ, სრულიად უკანონოდ და საკონტრაქტო პირობების დარღვევით, Smartmatic-ის ბრენდირებული მარკერები, წინა დღით ჩაანაცვლა არაბრენდირებული მარკერებით.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)