03:40 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-13 14:13:31, 415 ნახვა

პოლიტიკა
ბოკუჩავა - ცესკომ Smartmatic-ის ბრენდირებული მარკერები, უკანონოდ და საკონტრაქტო პირობების დარღვევით, არაბრენდირებულით ჩაანაცვლა

ცესკომ, სრულიად უკანონოდ და საკონტრაქტო პირობების დარღვევით, Smartmatic-ის ბრენდირებული მარკერები, წინა დღით ჩაანაცვლა არაბრენდირებული მარკერებით,- ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, შეცვლილი არაბრენდირებული მარკერები ტოვებდა კვალს, რომლის საფუძველზეც ილახებოდა კონსტიტუციური პრინციპები და ამომრჩევლის ხმის ფარულობა.

"ჩვენ წარმოვადგენთ ძალიან ბევრ, მნიშვნელოვან მტკიცებულებას და კიდევ ერთხელ მოვითხოვთ არჩევნების შედეგების სრულ ბათილობას, მათ შორის, კონსტიტუციის სამი პრინციპის დარღვევის საფუძველზე, ეს არის ფარულობა, თავისუფალი ნების გამოხატვა და საყოველთაობა. სამივე პრინციპის დარღვევას ჰქონდა ადგილი ტოტალურად 26 ოქტომბრის არჩევნებზე.

ცესკომ, სრულიად უკანონოდ და საკონტრაქტო პირობების დარღვევით, Smartmatic-ის ბრენდირებული მარკერები, წინა დღით ჩაანაცვლა არაბრენდირებული მარკერებით, რომელსაც მტკიცებულების სახით წარვადგენთ, დღეს, ჩვენ სასამართლოზე, სხვა მტკიცებულებებთან ერთად. მარკერი ტოვებდა სწორედ იმ კვალს, რომლის საფუძველზეც ილახებოდა ფარულობის და შესაბამისად თავისუფალი ნების გამოხატვის კონსტიტუციური პრინციპები",- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics