04:25 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-12 14:17:30, 348 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე ბაქოში, გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციაში მონაწილეობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბაქოში, გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციაში (COP29) მონაწილეობს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ადმინისტრაციის ცნობით, კონფერენციის მონაწილე ლიდერებს გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მასპინძლობენ.

"საქართველოს პრემიერ-მინისტრი მსოფლიო ლიდერების კლიმატის ქმედებათა სამიტის გახსნის სესიას და სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურთა მაღალი დონის შეხვედრის გახსნას დაესწრო.

სამიტის მონაწილე სახელმწიფოების ლიდერებმა, ტრადიციულად, ერთობლივი ფოტო გადაიღეს.

კონფერენციის ფარგლებში, დაგეგმილია ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლა  COP29-ის ლიდერთა სამიტზე, ასევე პანელურ დისკუსიებზე, რომლებიც სხვადასხვა თემაზე მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართება.

COP29-ში საქართველოს მთავრობის მეთაური მონაწილეობს დელეგაციასთან ერთად, რომლის შემადგენლობაში პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან",- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics