04:56 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-11 21:38:07, 313 ნახვა

პოლიტიკა
ჟიგიმანტას პავილიონისის მიმართვა აქციაზე - არ დანებდეთ! იბრძოლეთ თქვენი თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის, თქვენი ქვეყნისთვის

ვიღაცა ცდილობს, მოიპაროს თქვენი დემოკრატია, თქვენი სწრაფვა ევროპისა და ნატოსკენ - ამის შესახებ ლიეტუვის სეიმის წევრმა ჟიგიმანტას პავილიონისმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

"ვიღაცა ცდილობს, რომ თქვენი თავისუფლება წაიღოს, ვიღაცა ცდილობს, რომ თქვენი დემოკრატია წაიღოს. თქვენი ქვეყანა, თქვენი წევრობა ევროკავშირსა და NATO-ში, არ დანებდეთ. იბრძოლეთ თქვენი თავისუფლებისთვის, იბრძოლეთ თქვენი დემოკრატიისთვის, იბრძოლეთ თქვენი ქვეყნისთვის, იბრძოლეთ თქვენი წევრობისთვის ევროკავშირსა და NATO-ში და გახსოვდეთ, არ არსებობს ევროკავშირში გაწევრიანების ორბანისეული გზა. არ არსებობს რუსული ოცნება, არსებობს ევროპული ოცნება და თქვენ ამ ევროპის ნაწილი ხართ. არის ესტონეთის გზა, პოლონეთის გზა, გერმანული გზა, ფრანგული გზა.

თქვენ უნდა იყოთ საუკეთესო, რომ ევროპაში შეხვიდეთ. გეგმა უნდა გქონდეთ, დანერგეთ ეს გეგმა. იმუშავეთ ამაზე, იმიტომ რომ ეს ტყუილად არავის ეძლევა. თავისუფლება უბრალოდ არავის ეძლევა. უნდა დაიმსახუროთ, მძიმე შრომით 24 საათის განმავლობაში და ჩვენ თქვენთან ერთად ვიქნებით ამ გზაზე. თქვენ ხართ ევროპა", - განაცხადა პავილიონისმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics