04:57 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-11 17:57:34, 466 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - გვარამია აცხადებდა, რომ მას ჰქონდა ფსიქიკური პრობლემები, თუმცა იმკურნალა და დაძლია - ირკვევა, რომ არავითარი პრობლემები არ მოუგვარებია

გვარამია აცხადებდა, რომ მას ჰქონდა ფსიქიკური პრობლემები, თუმცა იმკურნალა და დაძლია - ირკვევა, რომ არავითარი პრობლემები არ მოუგვარებია,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ამასთან ერთად, კობახიძემ ოპოზიციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ "ოპოზიციამ სცადა ქუჩაში წარმატების მიღწევა, თუმცა არჩევნებში წარმატებასა და ქუჩაში წარმატებას სჭირდება ერთი და იგივე რესურსი, ეს არის საზოგადოების მხარდაჭერა, რაც მათ არ აქვთ".

"4 წლის წინ ოპოზიციას ჰქონდა იგივე მცდელობა და გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს, რადგან ჩვენ მაშინ იძულებული გავხდით, გარე ჩარევის გამო, შევსულიყავით მოლაპარაკებებში, ხელი მოგვეწერა 19 აპრილის შეთანხმებაზე, ახლა მათ ამის რესურსიც არ აქვთ, შესაბამისად, ძალიან მარტივად წარიმართება პროცესები. უახლოეს მომავალში შეჯამდება ცესკოს მხრიდან არჩევნების შედეგები, შემდეგ თვის ბოლომდე გაიმართება პარლამენტის პირველი შეკრება და ამის შემდეგ, რამდენიმე დღეში დამტკიცდება მთავრობის ახალი შემადგენლობა.

დიდი ალბათობით, თვის ბოლომდეც შეიძლება, მოესწროს ეს ყველაფერი. ძალიან მშვიდად წარიმართება პროცესები. საზოგადოების მხარდაჭერა არის ხელისუფლების, მმართველი გუნდის მხარეს და მათ მხარეს არის საზოგადოების პრაქტიკულად ნულოვანი მხარდაჭერა, მთავარი ეს არის. მათ სცადეს ქუჩაში რაღაც წარმატების მიღწევა, თუმცა არჩევნებში წარმატებასა და ქუჩაში წარმატებას სჭირდება ერთი და იგივე რესურსი, ეს არის საზოგადოების მხარდაჭერა, რაც მათ არ აქვთ",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics