|
2024-11-11 15:10:01, 329 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - არჩევნების ლეგიტიმაციას იძლევა ქართველი ხალხი - მადლობა იმ 1 120 000 ადამიანს, ვინც მხარი ქვეყანაში მშვიდობას დაუჭირა
იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც პატივს არ სცემენ ჩემს ქვეყანას, ჩემს სამშობლოს, ჩემი ქვეყნის მოსახლეობას, მე მაქვს სხვა დამოკიდებულება - მათ განცხადებებს, მათ ქმედებებს აქვს ნოლის ფასი,- ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ ხვდებიან ხელისუფლების წარმომადგენლები საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროკავშირის ქვეყნების საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეებს. კალაძის თქმით, "რამდენიმე თვის წინ მოვისმინეთ ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირების განცხადება, რომ საქართველოს მთავრობის წევრებს არ შეხვდებოდნენ".
რაც შეეხება საქართველოში ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხს, თბილისის მერი პასუხობს, რომ ლეგიტიმაციას ქართველი ხალხი იძლევა და არა სხვა ქვეყნების მაღალჩინოსნები.
ამასთან, კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ევროპელი მაღალჩინოსნები ღიად ცდილობენ ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)