|
2024-11-10 22:11:13, 466 ნახვა
პოლიტიკა
პოლიციამ დემონსტრანტებს საავტომობილო გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდა
აქციის მონაწილეებთან, რომელთაც მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპირო გადაკეტეს, სამართალდამცველები გამოჩნდნენ. პოლიციამ დემონსტრანტებს საავტომობილო გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდა. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე გოგა მემანიშვილმა აქციის მონაწილეებსაც მიმართა. "გაათავისუფლეთ გზის სავალი ნაწილი, რადგან ამის საჭიროება არ არის რაოდენობიდან გამომდინარე. წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება თქვენი იდენტიფიცირება. აქციის ორგანიზატორი დაჯარიმდება 5 000 ლარით, აქციის მონაწილეები დაჯარიმდებიან 500 ლარით. ახლა თქვენ გინდათ მოუწოდეთ და დაგადაიყვანეთ ეს ხალხი გზის სავალი ნაწილიდან, თუ არა და ჩვენ ვიწყებთ ამ ხალხის იდენთიფიცირებას. აქ ჩვენ ვაფასებთ ვითარებას, პოლიციელები ვართ", - ამბობს მემანიშვილი. თბილისში საპროტესტო მსვლელობა მდინარე მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებზე გრძელდება. როგორც „ექსპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, მსვლელობის მონაწილეებს ორივე სანაპირო გადაკეტილი აქვთ. ცოტა ხნის წინ, მარშის ორგანიზატორი „ფეისბუქ-ჯგუფის“, სახელწოდებით „დაიტოვე“, წარმომადგენელმა მსვლელობის მონაწილეებს მიმართა, რომ დღეიდან დედაქალაქის პარალიზებას დაიწყებენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)