|
2024-11-10 19:58:24, 553 ნახვა
პოლიტიკა
„ვიწყებთ ქალაქის პარალიზებას დღეიდან“ - თბილისში საპროტესტო მსვლელობა მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებზე გრძელდება [ვიდეო]
თბილისში საპროტესტო მსვლელობა მდინარე მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებზე გრძელდება. როგორც „ექსპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, მსვლელობის მონაწილეებს ორივე სანაპირო გადაკეტილი აქვთ. ცოტა ხნის წინ, მარშის ორგანიზატორი „ფეისბუქ-ჯგუფის“, სახელწოდებით „დაიტოვე“, წარმომადგენელმა მსვლელობის მონაწილეებს მიმართა, რომ დღეიდან დედაქალაქის პარალიზებას დაიწყებენ. მანვე ხვალ, 11 ნოემბერს მოქალაქეებს 2 სხვადასხვა ლოკაციაზე შეკრებისკენაც მოუწოდა.
მარშის მონაწილეები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. აღსანიშნავია, რომ მსვლელობაში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც მონაწილეობენ. შეგახსენებთ, დღეს, 10 ნოემბერს „ფეისბუქ-ჯგუფ“ „დაიტოვეს“ მიერ დაანონსებული მსვლელობის გამართვამდე, მოქალაქეები თბილისში, თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ და მსვლელობა საკრებულოს შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)