|
2024-11-10 15:57:35, 1896 ნახვა
გიორგი კალანდარიშვილმა ლაშა ფარულავა ცესკოს სხდომიდან გააძევა
საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საჩივრების განხილვა ხმაურისა და დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობს. ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა ცოტა ხნის წინ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ლაშა ფარულავა სხდომათა დარბაზიდან გააძევა. კალანდარიშვილმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ფარულავამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს „რუსული სპეცოპერაცია“ უწოდა და მასზე პასუხისმგებლობა საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს დააკისრა.
აღნიშნულის გამო, კალანდარიშვილმა სხდომაზე ფარულავას გაძევების საკითხი დააყენა - მხარდაჭერის შემდეგ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს ჯერ მიკროფონი გაუთიშეს, შემდეგ კი, მანდატურის სამსახურის დახმარებით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სხდომიდან გააძევეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)