01:25 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-10 11:56:34, 406 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს შესაძლოა რუსეთის SWIFT-ისგან გათიშვის იდეის ავტორმა უხელმძღვანელოს

სენატორი მარკო რუბიო ფლორიდადან შესაძლოა გახდეს აშშ-ის ახალი სახელმწიფო მდივანი დონალდ ტრამპის დროს. ამის შესახებ, ამერიკული გამოცემები The Hill და Politico წერენ, აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულ ტრამპთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით.

რუბიომ ჯერ კიდევ 2014 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, მოითხოვა რუსული ბანკების გათიშვა საერთაშორისო გადახდის სერვისის სისტემიდან SWIFT. 2022 წლის იანვარში, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებამდე, რესპუბლიკელმა გაიმეორა თავისი მოწოდება. გარდა ამისა, მან მოუწოდა პერსონალური სანქციების შემოღების ინიციატივას ვლადიმერ პუტინისა და რუსეთის ხელმძღვანელობის რიგი სხვა მთავარი წარმომადგენლის წინააღმდეგ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში. 2022 წლის მარტის დასაწყისში, რუბიომ, სხვა რესპუბლიკელ სენატორთან, ჩას გრასლისთან ერთად, შესთავაზა ფართო სანქციების შემოღება რუსეთის ყველა სახელმწიფო საწარმოს წინააღმდეგ.

აშშ-ს პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგ რუბიომ განაცხადა, რომ უკრაინაში ომი "ჩიხში შევიდა" და რომ ის უნდა დასრულდეს. ამავე დროს, მან აღნიშნა, რომ „უკრაინელები წარმოუდგენლად მამაცები და ძლიერები იყვნენ“ რუსული აგრესიისგან თავის დასაცავად.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics