06:17 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-09 17:31:31, 404 ნახვა

პოლიტიკა
გვარამია - ჩვენ არ ვართ სუს-ის ქვეყანა, რომ ჩვენ არ გავისუსებით! -წართმეულის დაბრუნება მოგიწევთ და გახსენებთ, ემსახურეთ საქართველოს

ჩვენ არ ვართ სუს-ის ქვეყანა, რომ ჩვენ არ გავისუსებით! -წართმეულის დაბრუნება მოგიწევთ და გახსენებთ, ემსახურეთ საქართველოს,- ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერმა ნიკა გვარამიამ, მსვლელობის დროს სუს-ის შენობასთან განაცხადა და სუს-ის თანამშრომლებს მიმართა.

გვარამიას განცხადებით, "ნუ იქნებით ივანიშვილის მსახურები, ქვეყნის მსახურები უნდა იყოთ, რუსებს ნუ დაუთმობთ საქართველოს, დაგვიბრუნეთ სამშობლო, დაგვიბრუნეთ არჩევნები

 

"გამარჯვება ახლოსაა, ჩვენ დავიბრუნებთ სამშობლოს. არჩევნები ჩაატარა სუს-მა, არჩევნები ჩატარდა აქ, ამ შენობაში. ეს ხალხი ყველაფერს აკეთებს გარდა სახელმწიფო უსაფრთხოებისა, გარდა ჩვენი ინტერესების დაცვისა. გავაგონოთ ჩვენი ხმა და ვუთხრათ, რომ ჩვენ არ ვართ სუს-ის ქვეყანა, რომ ჩვენ არ გავისუსებით!

არჩევნები ჩვენია, საქართველო ჩვენია, ჩვენ არ დაგითმობთ სამშობლოს. ხალხი მიუძღვის ამ პროცესებს, ჩვენ ხალხის ნაწილი ვართ. როგორც ხალხი ვეუბნებით ამ შენობას, ნუ გადაიქცევით ბოროტების სასახლედ. უფრო სწორად უკვე ხართ ბოროტების სასახლე, როგორც საბჭოთა კაგებე. დაგვიბრუნეთ სამშობლო, დაგვიბრუნეთ მოპარული არჩევნები ეს ქვეყანა ჩვენია. ჩვენ მივდივართ ევროპაში. ნუ იქნებით ბიძინა ივანიშვილის მსახურები. ქვეყნის მსახურები უნდა იყოთ, პატრიოტები ამ ქვეყნის, რუსებს ნუ დაუთმობთ საქართველოს, დაგვიბრუნეთ სამშობლო, დაგვიბრუნეთ არჩევნები.

საქართველო ჩვენია, წართმეულის დაბრუნება მოგიწევთ და გახსენებთ, ემსახურეთ საქართველოს, დაანებეთ თავი ივანიშვილს! ის წავა და თქვენ დარჩებით, თვალებში უნდა ჩახედოთ შვილებს, ცოლებს, ქმრებს, მეზობლებს, მეგობრებს, თანამოქალაქეებს! დაგვიბრუნეთ წართმეული, დაგვიბრუნეთ სამშობლო,"- განაცხადა ნიკა გვარამიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics