02:29 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-07 16:18:38, 374 ნახვა

საზოგადოება
გიორგი მათიაშვილმა Cambrian Patrol 2024-ის მონაწილე სპეციალური ოპერაციების სარდლობის სამხედრო მოსამსახურეები დააჯილდოვა

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა დიდ ბრიტანეთში გამართული სადაზვერვო ქვედანაყოფების შეჯიბრის - Cambrian Patrol 2024-ის მონაწილე სპეციალური ოპერაციების სარდლობის სამხედრო მოსამსახურეები დააჯილდოვა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, უელსში გამართულ სამხედრო შეჯიბრში მონაწილეობა 36 ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეებმა მიიღეს, რომელთაგან ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა ოქროს მედლები დაიმსახურეს. თავდაცვის ძალების მეთაურმა მათ გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

“გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა სამხედრო მოსამსახურეები საშტატო იარაღით, ფასიანი საჩუქრებითა და მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.

ღონისძიებას თავდაცვის ძალების მთავარი სერჟანტი, მთავარი სერჟანტი გიორგი გოგოჭური, სპეციალური ოპერაციების სარდალი, პოლკოვნიკი თეიმურაზ ყლატეიშვილი და სპეციალური ოპერაციების სარდლობის წარმომადგენლები დაესწრნენ. შეჯიბრი - Cambrian Patrol, ბრიტანეთის არმიის ორგანიზებით, 1959 წლიდან რეგულარულად იმართება და სადაზვერვო რაზმების ოპერატიული შესაძლებლობების კიდევ უფრო განვითარებას ისახავს მიზნად“,- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics