|
2024-11-07 15:37:24, 263 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - ყველა შეეშვას ფარისევლობას და იხელმძღვანელოს იმ ღირებულებებით, რომელზეც მართლაც ვდგავართ ჩვენ, ყველა ევროპელი
ჩვენ გარშემო გვივლიან სხვადასხვა არაპირდაპირი შემოვლითი არგუმენტებით. პირდაპირ თქვან, ფულის გაუმჭვირვალედ ხარჯვა საქართველოში, არის თუ არა ევროპული ღირებულება. კონკრეტულად, ევროკავშირის ბიუჯეტიდან საქართველოში თანხები იხარჯება ფარულად, მაგალითად, „ევროპის დემოკრატიის ფონდი“ ფარულად ხარჯავს საქართველოში ფულს, მათ შორის, პოლიტიკაში და ეს არაერთხელ გამხდარა სკანდალის საკითხი,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, კითხვა მარტივია - აპირებს თუ არა ევროკავშირი თავისსავე ღირებულებებს მიჰყვეს და საკუთარი ბიუჯეტიდან საქართველოში მიმართული თანხები გაასაჯაროოს. მისივე განმარტებით, „თუ რა მავნე ზეგავლენა აქვს საქართველოში შემოსულ ფარულ ფულს, ყველა ხედავს, ვინაიდან რადიკალი პოლიტიკური პარტიები ფინანსდებიან ევროკავშირის ბიუჯეტიდან და ეს არაერთხელ დადასტურდა“.
გავრცელდა ემანუელ მაკრონის, ოლაფ შოლცის და დონალდ ტუსკის განცხადება, სადაც საფრანგეთის, გერმანიის და პოლონეთის ლიდერები საქართველოს ხელისუფლებას „ბოლო დროს მიღებული კანონების“ გაუქმებისკენ მოუწოდებენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)