02:32 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-06 12:45:22, 329 ნახვა

მსოფლიო
რინკევიჩსი - ვულოცავ გამარჯვებას პრეზიდენტ ტრამპს - მასთან თანამშრომლობას მოუთმენლად ველოდები

ვულოცავ გამარჯვებას აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს - მოუთმენლად ველოდები მასთან თანამშრომლობას ორმხრივი ურთიერთობებისა და ტრანსატლანტიკური პარტნიორობის გასაძლიერებლად,- ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტმა, ედგარს რინკევიჩსმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა და და “რესპუბლიკელ“ დონალდ ტრამპს ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

როგორც რინკევიჩსი წერს, “ლატვია არის და იქნება აშშ-ის სანდო პარტნიორი“.

“ვულოცავ გამარჯვებას აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს. ველით თქვენთან მუშაობას ორმხრივი ურთიერთობებისა და ტრანსატლანტიკური პარტნიორობის გასაძლიერებლად. ევროპას სჭირდება ძლიერი აშშ და აშშ-ს სჭირდება ძლიერი ევროპა. ლატვია არის და იქნება აშშ-ის ძლიერი და საიმედო პარტნიორი“,- წერს რინკევიჩსი.

წინასწარი მონაცემებით, ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში ყოფილმა პრეზიდენტმა, „რესპუბლიკელმა“ დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა. ტრამპმა გამარჯვება უკვე იზეიმა და ფლორიდაში მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics