08:40 - 01 May, 2026
|
2024-11-05 16:04:03, 380 ნახვა
პოლიტიკა
თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან აქცია მიმდინარეობს [ვიდეო]
თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მეორე ინსტანციის სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წევრები, მათი მხარდამჭერები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები არიან შეკრებილი. როგორც პოლიტიკური ლიდერები აცხადებენ, საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგების დაცვა „როგორც სასამართლოს შიგნით, ისე სასამართლოს გარეთ გაგრძელდება“. შეგახსენებთ, დღეს, 5 ნოემბერს საპროტესტო აქცია სპორტის სასახლესთან იყო დაანონსებული, თუმცა მოგვიანებით, აქციის დრო და ადგილი შეიცვალა და შეკრება სააპელაციო სასამართლოსთან, 15:00 საათზე დაანონსდა. აღსანიშნავია, რომ დღეს მეორე ინსტანციის სასამართლოში საარჩევნო დავებთან დაკავშირებით სხდომა იყო ჩანიშნული, თუმცა პროცესი ხვალისთვის გადაიდო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)