22:10 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-04 21:34:51, 412 ნახვა

პოლიტიკა
აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირიდან ბარათაშვილის ხიდისკენ მიემართებიან, სადაც „გამაფრთხილებელი პიკეტირება“ იგეგმება [ვიდეო]

თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მონაწილეები პარლამენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიიდან ბარათაშვილის ხიდისკენ მიემართებიან, სადაც „გამაფრთხილებელი პიკეტირება“ იგეგმება.

ამ წუთებში მოქალაქეები იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან.

აღსანიშნავია, რომ საპროტესტო აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს ბარათაშვილის ხიდის „გამაფრთხილებელი პიკეტირების“ ინიციატივით კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ მიმართა.

მანამდე აქციაზე ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერების სიტყვით გამოსვლები მიმდინარეობდა.

შეგახსენებთ, შეკრება 3-მა ოპიზიციურმა კოალიციამ - „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ და „ძლიერი საქართველო“ - 31 ოქტომბერს, ერთობლივ საგანგებო ბრიფინგზე დააანონსა.

ოპოზიციური კოალიციები, რომლებმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 5%-იანი ბარიერი გადალახეს, „ქართულ ოცნებას“ არჩევნების შედეგების მოპარვაში ადანაშაულებენ და  საერთაშორისო ადმინისტრაციის მიერ, საპარლამენტო არჩევნების ხელახლა ჩატარებას მოითხოვენ.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics