09:20 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-04 19:10:55, 345 ნახვა

პოლიტიკა
ხაზარაძე - დაწყებულია წინააღმდეგობის პროცესი - არ გავჩერდებით, ვიბრძოლებთ ბოლომდე ხალხთან ერთად!

დაწყებულია წინააღმდეგობის პროცესი - არ გავჩერდებით, ვიბრძოლებთ ბოლომდე ხალხთან ერთად! - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

ხაზარაძის განცხადებით, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ხელახალ არჩევნებსა და საერთაშორისო გამოძიებას მოითხოვენ.

„დაწყებულია წინააღმდეგობის პროცესი - მოვითხოვთ, საერთაშორისო გამოძიებას და ხელახალ არჩევნებს! არ გავჩერდებით, ვიბრძოლებთ ბოლომდე ხალხთან ერთად! ამ ხელისუფლებას არ მივცემთ მოსვენების საშუალებას. ოპოზიცია არ აპირებს პარლამენტში შესვლას და ამ უკანონო პარლამენტისთვის ლეგიტიმაციის მინიჭებას! ყველანი უნდა ვიყოთ ქუჩაში, დავიცვათ ჩვენი თითოეული მოქალაქის ხმა და მომავალი! ეს ბრძოლა თითოეული ჩვენგანის ბრძოლაა და არ არსებობს, რომ ჩვენ ეს ვინმეს დავუთმოთ!“ - წერს ხაზარაძე „ფეისბუქზე“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics