|
2024-11-04 11:51:14, 608 ნახვა
ეკონომიკა
ბაზისბანკი, 2024 წლის საუკეთესო კორპორატიული ბანკია საქართველოში
Global Banking & Finance Awards-ის პრესტიჟულ ყოველწლიურ დაჯილდოებაზე, ბაზისბანკი 2024 წლის საუკეთესო კორპორატიულ ბანკად დასახელდა. აღნიშნული საერთაშორისო აღიარება, საქართველოს საბანკო სექტორში, კიდევ მეტად ამყარებს ბაზისბანკის, როგორც ლიდერი და დინამიურად მზარდი ფინანსური ინსტიტუტის პოზიციას. ჯილდო ხაზს უსვამს ბაზისბანკის მიერ უმაღლესი ხარისხისა და კლიენტზე ორიენტირებული გადაწყვეტების მიწოდებას, რომლებიც ადგილობრივი ბიზნესის საჭიროებებზე მაქსიმალურად არის მორგებული. ბაზისბანკის მიერ, 2024 წელსაც გაგრძელდა სტრატეგიული მიზნებისკენ თანმიმდევრული სვლა, კიდევ მეტად გაფართოვდა კორპორატიული ბიზნეს სექტორის ზრდის მხარდაჭერა და ბიზნესის დაკრედიტებით კვლავ მყარად პოზიციონირებს ქვეყნის უმსხვილესი ბანკების სამეულში.
საერთაშორისო რეიტინგული გამოცემა Global Banking & Finance Review-ის ჯილდოები მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად გადაეცემათ საბანკო და საფინანსო ინდუსტრიის კონკრეტულ სფეროებში გამორჩეულ კომპანიებს საუკეთესო შედეგების, სტრატეგიული მიღწევებისა და დანერგილი ინოვაციების შესაბამისად. Global Finance მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკით გამოირჩევა და ნდობით სარგებლობს ფინანსურ წრეებში.
პარლამენტი ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის წესებს ამკაცრებს - შესაძლოა აკრედიტაცია 1 წლით შეუჩერდეს მედიასაც
თავისუფლების მოედანი - შედეგებმა დაადასტურა სომხეთის ერთგულება ევროპული მომავლის მიმართ
ღობის საქმეზე დაკავებულ კიდევ 6 პირს საპროცესო შეთანხმება უფორმდება
მაკრონმა ფაშინიანს მიულოცა: მოხარული ვარ, რომ თქვენთან მუშაობას გავაგრძელებ
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ზელენსკიმ აბრამოვიჩის მეშვეობით პუტინს პირადი შეხვედრის შეთავაზება და დონბასის დათმობაზე უარის თქმა გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)