10:25 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-02 16:53:24, 394 ნახვა

პოლიტიკა
რიჰო ტერასი - სანქციებზე უნდა ვკონცეტრირდეთ ივანიშვილისა და იმ ადამიანებისთვის, ვინც ოპოზიციის შესაძლებლობა შეამცირეს

ახლა სანქციებზე უნდა ვკონცეტრირდეთ, სანქციებზე ივანიშვილისა და იმ ადამიანებისთვის, ვინც გასული წლების განმავლობაში ქვეყანაში ოპოზიციის არსებობის შესაძლებლობა შეამცირეს,- ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რიჰო ტერასიმ ამერიკის ხმასთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, “სანქციები დაუწესდება მათაც, ვინც მედიით მანიპულირებას ახდენდა“.

“ჩემი აზრით, ახლა სანქციებზე უნდა ვკონცეტრირდეთ, სანქციებზე ივანიშვილისა და იმ ადამიანებისთვის, ვინც გასული წლების განმავლობაში შეამცირეს ქვეყანაში ოპოზიციის არსებობის შესაძლებლობა, ვინც მანიპულირებას ახდენდა მედიით, ფლობდა მედიას და არ აძლევდა საშუალებას ოპოზიციას, რომ იქ საკუთარი აზრი გაეჟღერებინა - ეს ანტიდემოკრატიული განვითარების კლასიკური მაგალითია. ასე რომ, დარწმუნებული ვარ, რომ უნდა დავიწყოთ სანქციებზე ფიქრი საქართველოს მმართველი პარტიის წინააღმდეგ“,- განაცხადა რიჰო ტერასიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მიხეილ სააკაშვილი: პატრიარქის „არჩევნის“ სცენარი ლუბიანკაზე დიდი ხნის წინ დაიწერა.
პოლონეთში ქუჩაში ცემით მოკლული, საქართველოს მოქალაქე 37 წლის გიორგი ჭილაშვილია
უკრაინამ ტუაფსეში ნავთობტერმინალს ორი კვირის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics