10:25 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-01 21:03:44, 352 ნახვა

პოლიტიკა
ოპოზიციის წევრები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ

ოპოზიციის წევრები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ და არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევების მტკიცებულებები წარუდგინეს.

როგორც შეხვედრის შემდეგ "ძლიერი საქართველოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, ეს არჩევნები იყო არალეგიტიმური და მისი საერთაშორისო საზოგადოების მიერ მისი ლეგიტიმაცია შეუძლებელია და არ მოხდება.

"დღევანდელი შეხვედრა იყო ძალიან ინფორმატიული. ძალიან ბევრი რამ გაიგეს. ჩვენ წარვუდგინეთ მათ ძალიან მყარი არგუმენტები და ის დარღვევები, რომელიც ყოველდღიურად შემოდის. მე დაგპირდით, რომ ყველა ჩვენი თითოეული ხმის დაცვისთვის ვიბრძოლებთ და ამას ვაკეთებთ ინტენსიურად. არ ჩერდება მუშაობა. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირება და მათი ჩართულობა. ისინი კმაყოფილები წავიდნენ. უფრო მეტ ინფორმაციას მივაწვდით, ხვალ ზეგ და მაზეგ. იმიტომ რომ ეს არჩევნები იყო არალეგიტიმური და მისი საერთაშორისო საზოგადოების მიერ მისი ლეგიტიმაცია შეუძლებელია და არ მოხდება",- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

შეხვედრაზე "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ არცერთი ოპოზიციური პარტია პარლამენტში არ შევა.

"კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვით, იმას რომ იზოლაციაში ვტოვებთ ტოტალურად გაყალბებული არჩევნების შედეგად მიტაცებული ხელისუფლების ავტორებს - "ქართული ოცნების" სახით და არცერთი ოპოზიციური პარტია არ შევა პარლამენტში. 

ოპოზიციასთან შეხვედრაზე 14 საელჩოს წარმომადგენელი და 6 ქვეყნის ელჩი იმყოფებოდა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მიხეილ სააკაშვილი: პატრიარქის „არჩევნის“ სცენარი ლუბიანკაზე დიდი ხნის წინ დაიწერა.
პოლონეთში ქუჩაში ცემით მოკლული, საქართველოს მოქალაქე 37 წლის გიორგი ჭილაშვილია
უკრაინამ ტუაფსეში ნავთობტერმინალს ორი კვირის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics