21:44 - 21 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-30 15:30:07, 1861 ნახვა

იოსელიანი - საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე ზეწოლა ხორციელდება

26 ოქტომბრის არჩევნების დისკრედიტაციასთან ერთად, ინტენსიური ხასიათი აქვს საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე ზეწოლას,- ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

იოსელიანის თქმით, 'ზეწოლის ქვეშ არიან ყველა დონის საარჩევნო კომისიების, მათ შორის საზღვარგარეთის საარჩევნო უბნის წევრები".

"დაინტერესებული მხარეები იმეორებენ 2020 წლის პარლამენტის არჩევნების დროს გამოყენებულ ტაქტიკას საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე ზეწოლისთვის.

ზეწოლის ქვეშ არიან ყველა დონის საარჩევნო კომისიების, მათ შორის საზღვარგარეთის საარჩევნო უბნის წევრები. ზოგიერთი მათგანის  პირად ტელეფონებზე შედის შეურაცხმყოფელი ზარები და მუქარის შემცველი შეტყობინებები. შეურაცხყოფას, ზეწოლას, ბულინგს და სიძულვილის ენის გამოყენებას ინტენსიური ხასიათი აქვს სოციალურ ქსელშიც.

ზეწოლა ხორციელდება როგორც ინდივიდუალურად კონკრეტულ პერსონებზე, ისე უწყების ოფიციალურ გვერდებზე სოციალურ ქსელში.

თქვენ ახლა ეკრანზე ხედავთ ჩემი სიტყვების დამადასტურებელ "სქრინებს", რომელიც ძალიან მცირე ნაწილია შეურაცხმყოფელი შეტყობინების და კომენტარების.

ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ყოველთვის დავიცავთ ჩვენი კოლეგების კანონიერ უფლებებს და ამჯერადაც ვადასტურებთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია რჩება თავისი სიტყვების ერთგული და აფრთხილებს ყველას, ნებისმიერი განხორციელებული ზარი, თუ შეტყობინება, რომელიც იქნება კანონთან წინააღმდეგობაში გადაიგზავნება შესაბამის ორგანოებში შემდგომი რეაგირებისთვის",- განაცხადა იოსელიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
7-8 საათის განმავლობაში თბილისში თვის ნორმაზე 1.5-ჯერ მეტი ნალექი მოვიდა – სააგენტო
გახარია: ოკუპაცია არ შეიძლება გახდეს ვაჭრობის საგანი და ანექსია - ნორმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics