|
2024-10-30 15:33:53, 265 ნახვა
პოლიტიკა
წილოსანი - ველოდები როდის გამოვა ნინო ლომჯარია და იტყვის, რომ აზრი არ მოეკითხება და არავინ უნდა ენდოს
"ქართული ოცნების" დეპუტატი, ნინო წილოსანი, ნინო ლომჯარიას არჩევნებამდე გაკეთებულ განცხადებას აქვეყნებს, სადაც ის საუბრობს, რომ არჩევნების გაყალბება შეუძლებელია. როგორც წილოსანი აღნიშნავს, ის ელოდება ლომჯარიას განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ "ან არავინ უნდა ენდოს და აზრი არ მოეკითხება, ვინაიდან წინასაარჩევნო პერიოდში საზოგადოებას არწმუნებდა, რომ არჩევნების გაყალბება შეუძლებელია, ან მან უნდა აღიაროს, რომ მისი მიზანი ხალხის მოტყუებაა და საზოგადოების არასწორად ინფორმირებით, სურს არჩევნების რეალური შედეგი გააყალბოს". "ველოდები როდის გამოვა ნინო ლომჯარია და იტყვის, რომ უმეცარია, აზრი არ მოეკითხება და მას არავინ უნდა ენდოს, ვინაიდან მთელი წინასაარჩევნო პერიოდი არჩევნების გაუყალბებლობაში არწმუნებდა საზოგადოებას ან იტყვის სიმართლეს, რომ ის არის აფერისტი, მისი მიზანი ხალხის მოტყუებაა, მოტივირებულია, რომ არჩევნების რეალური შედეგი გააყალბოს და დაინტერესებულია საზოგადოების არასწორი ინფორმაციით გამოკვებით ამ ყველაფრის მორალი კი ის არის, რომ ნინო ლომჯარიასთანები ფეხქვეშ თელავენ ჩვენი საზოგადოების ხმებს და ამით ცდილობენ ადამიანების არჩევანი დაასამარონ",- წერს ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში. "ქართული ოცნების" ინფორმაციით, ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, "ფორმულას" ეთერში არჩევნებამდე ამბობდა, რომ არჩევნების გაყალბება შეუძლებელია, ხოლო, ხმის ფარულობასთან დაკავშირებით აცხადებდა: "სრულიად დარწმუნებული იყავით ჩვენო მოქალაქეებო, რომ კონფიდენციალურობა და ის, რომ ვიღაცა შემდეგ გაიგებს თქვენს ხმას, გამორიცხულია".
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)