|
2024-10-30 14:21:49, 258 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე ISFED-ზე - კეთილი ინებონ და საზოგადოებას წარუდგინონ პარალელური დათვლების შედეგები, რომელიც იქნა ჩატარებული
ეს ორგანიზაცია ჩვეულებრივ გამყალბებელია - ჩვენ გვახსოვს 2020 წელს, როდესაც მათ გააყალბეს პარალელური დათვლები და ამით სურდათ ქვეყანაში რევოლუციის და გადატრიალების მოწყობა,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. კალაძის თქმით, ორგანიზაციის ხელმძღვანელი „გამოვიდა და პირდაპირ თქვა, რომ ემთხვევა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული შედეგები მათ პარალელურ დათვლებს, მაგრამ მხოლოდ ეს განცხადება არ ჰყოფნის“. “ახლა კეთილი უნდა ინებონ და წარუდგინონ საზოგადოებას ის პარალელური დათვლები, რომელიც იქნა ჩატარებული. ქალბატონი დოლიძე გამოვიდა და პირდაპირ თქვა, რომ ემთხვევა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული შედეგები მათ პარალელურ დათვლებს, მაგრამ მხოლოდ ეს განცხადება არ ჰყოფნის. კეთილი ინებონ, გამოვიდნენ და საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია პარალელურ დათვლებთან დაკავშირებით. ქალბატონ დოლიძეს მადლობა მინდა პირადად ვუთხრა იმ კორექტული განცხადებების გამო, რაც პარალელურ დათვლებთან დაკავშირებით გააკეთა“,- აღნიშნა კალაძემ. ჟურნალისტის კითხვას - რატომ აჭიანურებს ISFED პარალელური დათვლის შედეგების გამოქვეყნებას, მერმა ასე უპასუხა: “არ უნდათ, რომ სიმართლე უთხრან ხალხს. დღეს, ხომ კამპანია მიდის ამ წვრილფეხა რადიკალების ჩართულობით, გარედან სიცრუის კამპანია და საუბრობენ იმაზე, რომ თითქოს არჩევნები რაღაც დარღვევების ფონზე ჩატარდა. ასეთი არჩევნები ბევრ განვითარებულ ქვეყანაში არ და ვერ ტარდება. საერთოდ კითხვის ნიშანი არ არსებობს, გაიხსენეთ მათი განცხადებები თუნდაც აპარატურასთან დაკავშირებით, რა განცხადებებსა და მოწოდებებს აკეთებდნენ, იზეიმეს კიდეც გამარჯვება. მას მერე, რაც გაიგეს, რომ დამარცხდნენ და ქართველმა ხალხმა მათ მიუჩინა შესაბამისი ადგილი, რასაც იმსახურებენ, ამის მერე თურმე არჩევნები ყოფილა გაყალბებული. ყველაზე მტკივნეული და უბედურება კი არის ის, რომ ამას ხელს უწყობენ დასავლეთიდან კონკრეტული ადამიანები, რაც ძალიან მძიმე“,- განაცხადა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)