|
2024-10-30 14:09:09, 276 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე ოპოზიციაზე - აღმოჩნდნენ იქ, სადაც მათი ბუნებრივი მდგომარეობა და ადგილია
ოპოზიცია, ისევე, როგორც მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში, დღესაც ბულინგითა და შეურაცხყოფითაა დაკავებული,- ასე ეხმაურება თბილისის მერი კახა კალაძე ემიგრანტებთან დაკავშირებულ განცხადებებს. მისივე თქმით, "ოპოზიციის წარმომადგენლებმა მარცხი ყველას და ყველაფერს დააბრალეს, საკუთარი თავის გარდა". "ჩვეულებრივი ფაშისტები არიან. ჩვენ ამ არჩევნებით დავამარცხეთ ფაშიზმი თავიანთი გარე მფარველებით. გვახსოვს, რით იყვნენ დაკავებული მთელი არჩვენების განმავლობაში და დღესაც იმავეს აგრძელებენ - ბულინგი, შეურაცხყოფის მიყენება, მუქარები. ვერ შეიცვლებიან ეს ადამიანები. ყველგან, სპორტიდან დაწყებული ბიზნესით დამთავრებული, თუ რაიმე სფერო არსებობს ქვეყანაში, მივიდნენ, ყველას შეურაცხყოფა მიაყენეს. თუ შენ განსხვავებული მოსაზრება გქონდა, მაშინვე შეურაცხყოფაზე გადადიოდნენ. თავისიანებსაც კი, ახალგაზრდებს, GZ-ის აგინებდნენ, თქვენ წაგვაგებინეთ არჩევნებიო. რა შუაშია ახალგაზრდები, ხომ?! ეს დამოკიდებულებაა - თავიანთი თავის გარდა, ყველა დამნაშავეა, რომ ფიასკო, მარცხი განიცადეს და აღმოჩნდნენ იქ, სადაც მათი ბუნებრივი მდგომარეობა და ადგილია", - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)