|
2024-10-30 13:48:56, 362 ნახვა
პოლიტიკა
იოზვიაკი - მოხსენების ნაწილი: თუ საქართველო არ შეცვლის კურსს, ევროკომისია მოლაპარაკებების დაწყებას რეკომენდაციას ვერ გაუწევს
„რადიო თავისუფლების“ ბრიუსელის ბიუროს კორესპონდენტი რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელში ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის ანგარიშის ძირითად ნაწილს აქვეყნებს. როგორც იოზვიაკი X-ზე წერს, ევროკომისიის ანგარიშში საქართველოსთან დაკავშირებით ნათქვამია, რომ თუ საქართველო არ შეცვლის ახლანდელ კურსს, ევროკომისია გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას რეკომენდაციას ვერ გაუწევს. „ძირითადი ნაწილი ევროკომისიის მოხსენებაში გაფართოების შესახებ: „თუ საქართველო არ შეცვლის ახლანდელ კურსს, რომელიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის გზას ევროკავშირში და არ აჩვენებს ხელშესახებ ძალისხმევას, არსებული პრობლემებისა და ძირითადი რეფორმების გადასაჭრელად, ევროკომისია ვერ იქნება იმ პოზიციაში, რომ საქართველოსთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას გაუწიოს რეკომენდაცია“,- წერს იოზვიაკი. ცნობისთვის, ევროკომისია გაფართოების შესახებ ანგარიშს დღეს, 30 ოქტომბერს გამოაქვეყნებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)