09:48 - 06 Jun, 2026
|
2024-10-30 10:16:53, 1973 ნახვა
სპორტი
დინამო თბილისის 17 წლის ფორვარდი ინგლისური ნიუკასლის ფეხბურთელი გახდა
ქართველი ფეხბურთელი ვახტანგ სალია ნიუკასლის ფეხბურთელია! 17 წლის ფეხბურთელსა და ინგლისურ კლუბს შორის კონტრაქტი გაფორმდა, იუწყება ნიუკასლის ოფიციალური საიტი. სალია თბილისის დინამოში იჯარით 2025 წლის ზაფხულამდე დარჩება, 2025/26 წლების სეზონს კი ნიუკასლში დაიწყებს. 17 წლის ფეხბურთელი მიმდინარე სეზონში დინამო თბილისის პირველ გუნდში თამაშობს და მის ანგარიშზე 5 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა. შეგახსენებთ, რომ მომავალი სეზონიდან უმაღლეს ლიგაში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს - გიორგი მამარდაშვილი. 24 წლის მეკარე ლივერპულის კარს დაიცავს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)