|
2024-10-29 22:24:13, 425 ნახვა
პოლიტიკა
ჰელსინკის კომისია - საქართველოში წარმოადგინეს ნათელი მტკიცებულება, რომ არჩევნების შედეგები ქართველი ხალხის ნებას არ წარმოადგენს
ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისია საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს გამოეხმაურა. როგორც ჰელსინკის კომისიაში აღნიშნავენ, საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მომდევნო დღეებში, ქართველმა სამოქალაქო საზოგადოებამ, პოლიტიკოსებმა და დამკვირვებლებმა წარმოადგინეს ნათელი მტკიცებულება იმისა, რომ არჩევნების შედეგები არ წარმოადგენს ქართველი ხალხის ნებას. "მესამე მხარისა და ადგილობრივი დამკვირვებლების მიერ შეგროვებული დამოუკიდებელი მონაცემები მიუთითებს სისტემურ დარღვევებზე, როგორც არჩევნებამდე, ასევე არჩევნების დღეს, რამაც გავლენა მოახდინა არჩევნების მთლიანობაზე. საქართველოს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა მკაფიოდ განაცხადა, რომ არჩევნების შედეგები გაყალბებულია, ასევე, ის ხაზს უსვამს არჩევნებში ჩარევისა და საქართველოს სამთავრობო ინსტიტუტების ძირის გამოთხრის მცდელობებს რუსეთის მხრიდან. რამდენადაც პრეზიდენტი ზურაბიშვილი, ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოება ცდილობენ, გამონახონ გზა საარჩევნო პროცესისთვის, რომელიც ასახავს ქართველი ხალხის ნამდვილ ნებას, აშშ და ევროკავშირი მათ გვერდით უნდა დადგეს და გადადგას საბოლოო ნაბიჯები, რათა დაეხმარონ ქართველებს დაიცვან თავიანთი დემოკრატია",- წერია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)