18:39 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-28 11:10:51, 345 ნახვა

პოლიტიკა
კარდინი არჩევნებზე - საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების ანგარიშები როგორც შემაშფოთებელი, ასევე იმედგამაცრუებელია

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბენ კარდინმა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

როგორც კარდინის განცხადებაშია აღნიშნული, საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების ანგარიშები როგორც შემაშფოთებელი, ასევე იმედგამაცრუებელია, „რაც ცხადყოფს, რომ საქართველოში არჩევნების დღემ ძალადობით, დაშინებით, აკრედიტებული დამკვირვებლების საარჩევნო უბნებიდან გაგდებითა და პროცედურების არათანმიმდევრული გამოყენებით ჩაიარა“.

„ეს წინასაარჩევნო პერიოდის გაგრძელებაა, რომელიც დაბინძურებულია ე.წ. გამჭვირვალობის კანონის ამოქმედებით, რომელიც გამოხატვის თავისუფლებას ანადგურებს. მმართველი პარტიის საკვანძო ფიგურების მხრიდან პოლიტიკური ოპონენტების მიმართ მუქარასთან ერთად, ამ ქმედებებმა საქართველოს დემოკრატიულ პროცესს დიდი ზიანი მიაყენა.

საქართველო ევროპელმა და ამერიკელმა მეგობრებმა არაერთხელ გააფრთხილეს, რომ დემოკრატიული უკანდახევა საფრთხეს უქმნის ქვეყნის მისწრაფებებს ღრმა ინტეგრაციისკენ დასავლურ ინსტიტუტებში, როგორიცაა ევროკავშირი და NATO. მე გავაგრძელებ პოსტსაარჩევნო გარემოს მჭიდრო მონიტორინგს და ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციასთან მუშაობას, რათა განვსაზღვრო შესაბამისი რეაგირება აშშ-საქართველოს ურთიერთობაში",- აღნიშნულია კარდინის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილი ცდილობს, ჩაკლას თავისუფლება - ფედერალისტები ლოხიშვილის პატიმრობაზე
დისტრიბუტორთა ასოციაცია: ნუ ელით ფასების სწრაფ შემცირებას
ტაქსის მძღოლები და კურიერები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics