18:40 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-28 09:29:23, 376 ნახვა

პოლიტიკა
ბლინკენი საქართველოს არჩევნებზე - საერთაშორისო ნორმების ყველა დარღვევას ვგმობთ

მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლები შეთანხმდნენ, რომ საქართველოში არჩევნების დღე ზოგადად კარგად იყო ადმინისტრირებული, აღვნიშნავთ ცნობებს დარღვევებისა და სპორადული ძალადობის შესახებ, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების  სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაშია აღნიშნული.

ბლინკენი ხაზს უსვამს, რომ არჩევნებში ამომრჩევლების აქტივობა ცხადყოფს დემოკრატიასთან ქართველი ხალხის სიახლოვეს.

"საქართველოში მძლავრი დემოკრატია 2004 წლიდან იყო და არის ქვეყნის სიძლიერის წყარო, ხოლო გუშინდელი აქტივობა კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართველი ხალხის ერთგულებას დემოკრატიისადმი. თუმცა, 2024 წელს საერთაშორისო და ადგილობრივმა დამკვირვებლებმა წინასაარჩევნო გარემოს შეფასებისას აღნიშნეს, რომ ის ხასიათდებოდა მმართველი პარტიის მიერ საჯარო რესურსების ბოროტად გამოყენებით, ხმის ყიდვით და ამომრჩეველთა დაშინებით, რამაც ხელი შეუწყო არათანაბარ სათამაშო მოედანს და შეარყია საზოგადოების და საერთაშორისო ნდობა სამართლიანი შედეგის შესაძლებლობის მიმართ.

მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლები შეთანხმდნენ, რომ არჩევნების დღე ზოგადად კარგად იყო ადმინისტრირებული, ჩვენ აღვნიშნავთ ცნობებს დარღვევებისა და სპორადული ძალადობის შესახებ. საერთაშორისო დამკვირვებლებმა შედეგი არ გამოაცხადეს თავისუფალ და სამართლიანად. ჩვენ ვგმობთ საერთაშორისო ნორმების ყველა დარღვევას და ვუერთდებით საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მოწოდებებს არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევების შესახებ ყველა ცნობის სრული გამოძიების შესახებ.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, პატივი სცენ კანონის უზენაესობას, გააუქმონ კანონმდებლობა, რომელიც ძირს უთხრის ფუნდამენტურ თავისუფლებებს და ერთად აღმოფხვრას ხარვეზები საარჩევნო პროცესში. საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზნები, რომლებიც გათვალისწინებულია ქვეყნის კონსტიტუციით, მოითხოვს, რომ მთავრობა პატივი სცეს სამოქალაქო საზოგადოების წევრების უფლებებს და საქართველოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტურ თავისუფლებებს",- აღნიშნულია ბლინკენის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილი ცდილობს, ჩაკლას თავისუფლება - ფედერალისტები ლოხიშვილის პატიმრობაზე
დისტრიბუტორთა ასოციაცია: ნუ ელით ფასების სწრაფ შემცირებას
ტაქსის მძღოლები და კურიერები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics