|
2024-10-27 12:59:16, 310 ნახვა
პოლიტიკა
დუგინი - საქართველოს ხელისუფლებაში ისევ სუვერენისტები მოდიან, ისინი დასავლეთის ლაქიები არ არიან
საქართველოში ხელისუფლებაში ისევ სუვერენისტები მოდიან. ისინი საერთოდ არ არიან პრორუსულები, მაგრამ არც დასავლეთის ლაქიები არიან,- ასე ეხმაურება რუსი ულტრანაციონალისტი იდეოლოგი ალექსანდრ დუგინი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს. როგორც დუგინმა აღნიშნა, "ქართულმა ოცნებამ" საქართველო "ბრიქსში" უნდა შეიყვანოს. "საქართველოში ხელისუფლებაში ისევ სუვერენისტები მოდიან. ისინი საერთოდ არ არიან პრორუსულები, მაგრამ არც დასავლეთის ლაქიები არიან. აი, რა არის ნაციონალიზმი კარგი გაგებით - შეინარჩუნო სამშობლო, შეინარჩუნო წესრიგი, გააძლიერო დამოუკიდებლობა ყველასგან და არავის წინაშე ქედს არ მოიხარო. ჩვენთვის "ქართულ ოცნებასთან" მარტივი არ იქნება. მაგრამ სათავეში რომ სოროსის მარიონეტები მოსულიყვნენ, გარყვნილები და ექსტრემისტები, ჩვენ გაცილებით მეტი პრობლემა გვექნებოდა.მაგრამ უარესად იქნებოდნენ თავად ქართველები. სხვა საქმეა, რომ ოპოზიციამ ცოტა მეტი მიიღო, ვიდრე თავად სუვერენისტებს ეგონათ და პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობა ვერ იქნება. მაგრამ უბრალო უმრავლესობაც უკვე არ არის ცუდი. ველური არეულობის მიზეზი არ არსებობს. მაგრამ "ქართულ ოცნებას" უნდა ჰქონდეს სტრატეგია. სანამ ისინი ლავირებენ, ძალიან წარმატებულად, მაგრამ ეს რესურსი არ არის უსასრულო. შეუძლიათ, სცადონ საქართველოს დაუბრუნონ დიდება, მაგრამ ამჯერად ტრადიციონალისტურ არალიბერალურ საფუძველზე და შეიყვანონ БРИКС-ში. БРИКС-ში მალე იქნება საკუთარი ვალუტა, კაშკაშა და მიმზიდველი ბანკნოტებით. ჯერჯერობით კი უნდა დაელოდონ სააკაშისტების და სოროსელი პერვერტების რეაქციას და განამტკიცონ გამარჯვება. დიახ, ასევე, დროა, გამოემშვიდობოთ არაპოპულარულ და ქართველოფობ პრეზიდენტ ქალს. დროა, წავიდეს სახლში, პარიზში",- წერს დუგინი Telegram-ზე. ცნობისთვის, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ, არსებული 3 111 საარჩევნო უბნიდან ამ დროისთვის დათვლილია 3 100 უბანი. წინასწარი მონაცემების მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ 54.08%-ით ლიდერობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)