|
2024-10-27 04:22:56, 386 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - ოპოზიცია ელოდებოდა 27 რიცხვს, 27-ში მათ დააანონსეს ის, რაც დააანონსეს
პოლიტიკური პარტიები და NGO სექტორის წარმომადგენლები უკვე მესამედ წავიდნენ კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ, - ამის შესახებ “ქართულო ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა. "თქვენ ნახეთ, როგორ ახდა სიტყვა სიტყვით ჩვენი სიტყვები, რომ ეს ხალხი, ჩვენი პატივცემული აგენტურული ოპოზიცია კი არ ემზადება 26-სთვის და არჩევნებში რაიმე შედეგის დადებისთვის, ისინი ემზადებოდნენ და უკვე ის დღეც დადგა, 27-სთვის და დიახ, 27-ია უკვე. აქედან გამომდინარე, ამ 27-ში მათ დააანონსეს ის, რაც დააანონსეს. ისინი უკვე მესამედ, ანუ პოლიტიკური პარტიები და ენჯეო სექტორის წარმომადგენლები, უკვე მესამედ წავიდნენ კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ და მათ უნდა იცოდნენ რომ ისინი მიდიან საქართველოში, საკუთარ სამშობლოში კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ - ენჯეო სექტორი პოლიტიკურ პარტიებთან ერთად. ასევე, მინდა გამოვეხმაურო იმ განცხადებას, რომლითაც პოლიტიკური პარტიები ამბობენ, რომ ჩვენ გვქონდა, როგორ თქვეს? სქემა გვქონდაო რაღაც - კომპლექსური სქემა. მე მინდა ვაღიარო, რომ დიახ, ჩვენ გავქვს კომპლექსური სქემა და მას ჰქვია საკუთარი სამშობლოს სიყვარული, საკუთარი სამშობლოს და ხალხის მსახურება და დემოკრატია. ამ სქემის მიხედვით იგებს ხელისუფლება საკუთარ სამშობლოს მოყვარულ ხალხთან ერთად თავის ქვეყანაში არჩევნებს. შესაბამისად, როდესაც პირველ და მეორე ადგილზე გასულ პარტიებს შორის, სიმბოლურია ამ ეტაპზე ასე ჩანს - 41%-იანი განსხვავებაა, იქ კომპლექსურ სქემაზე, მხოლოდ უდიდეს უპირატესობაზე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, საკუთარი სამშობლოს მსახურებაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი." - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)