|
2024-10-26 21:10:51, 326 ნახვა
პოლიტიკა
მელია - ხალხის ნება უნდა აღსრულდეს, ივანიშვილმა ხელისუფლება ხალხს უნდა გადააბაროს [ვიდეო]
ხალხის ნება უნდა აღსრულდეს, ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლება ხალხს უნდა გადააბაროს,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა. მელიას თქმით, ქართველ ხალხს აქვს ის, რაც ვერ ექნება ოლიგარქს - "ეს არის სიმართლე, რწმენა, ღირსება, ეს არის სიმრავლე". "ვულოცავ ქართულ საზოგადოებას, ყველამ ერთად ბევრი ვიბრძოლეთ, განურჩევლად პოლიტიკური გემოვნებისა. ძალიან ბევრი ათასი ამომრჩეველი მივიდა საარჩევნო ურნებთან და ხმა მისცა არა მხოლოდ კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფებს, არამედ ცვლილებას. დღევანდელმა დღემ დაადასტურა, დაარწმუნა ყველა, რომ ქართველ ხალხს და ჩვენ გვაქვს ის, რაც ვერასდროს ექნება ოლიგარქს – ეს არის სიმართლე, რწმენა, ღირსება, ეს არის სიმრავლე. გვიხარია, რომ ოპოზიციურ ჯგუფებს შორის საუკეთესო შედეგი ვაჩვენეთ, ესეიგი რაღაც სწორად გაგვიკეთებია და მადლობა ამომრჩეველს ამისთვის, მაგრამ, არანაკლებ მიხარია, ოთხივე პოლიტიკურმა ჯგუფმა რომ გადალახა ბარიერი",- განაცხადა ნიკა მელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)