|
2024-10-26 18:24:20, 297 ნახვა
პოლიტიკა
17 საათისთვის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1768816 მოქალაქემ, რაც ამომრჩევალთა 50.6% -ია
17 საათისთვის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1768816 მოქალაქემ, რაც ამომრჩევალთა 50.6% -ია. - შესაბამისი მონაცემები ცესკომ გამოაქვეყნა. რეგიონების მიხედვით, ოლქებში მოსული ამომრჩევლები ამდაგვარად გადანაწილდა: 17 საათისთვის სამეგრელო-ზემო სვანეთი 160651 ამომრჩეველი, რაც 47.84 %-ია. იმერეთი 264496 ამომრჩეველი რაც, 51.26 %ია. სამცხე-ჯავახეთი 75207 ამომრჩეველი რაც 52.38 % ია. კახეთი ამ დროისთვის ხმა მისცა 151339 ამომრჩეველმა რაც 51.33 %-ია. ქვემო ქართლი 169472 ამომრჩეველი რაც 42.29 % - ია. შიდა ქართლი119444 ამომრჩეველი რაც 50.67 % ია. რაჭა ლეჩხუმი 17989 ამომრჩეველი რაც 61.81 % ია. აჭარა 168233 მოქალაქემ მისცა ხმა, პროცენტულად 53.05 %. მცხეთა-მთიანეთი 46132 რაც 51.93 %-ია. თბილისი 540549 რაც 52.42 %-ს შეადგენს. „ამ დროისათვის კენჭისყრა ძირითადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. პროცესი აჩვენებს, რომ ამომრჩევლებმა ძალიან კარგად და მარტივად მიიღეს ელექტრონული ტექნოლოგიები და შეუფერხებლად აკეთებენ საკუთარ არჩევანს. ამომრჩეველთა აქტივობა შემდეგია: 17:00 საათის მდგომარეობით საარჩევნო უბნებზე მივიდა 1 768 816 ამომრჩეველი, რაც 50.6%-ს შეადგენს.“ - განაცხადა ცესკოს პრესპიკერმა ნათია იოსელიანმა.’ 15:00 საათის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე 1 454 837ამომრჩეველი მივიდა, რაც 41.62%-ს შეადგენს. ამომრჩევლებს საერთო ჯამში 3 111 საარჩევნო უბანი ემსახურება. საქართველოში გახსნილია 3 044 უბანი, მათ შორის 13 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი, საიდანაც 12 პენიტენციურ დაწესებულებებში, 1 კი ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრშია გახსნილი. რაც შეეხება საზღვარგარეთ შექმნილ უბნებს - 42 ქვეყნის 53 ქალაქში შექმნილია 67 საარჩევნო უბანი. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნები საქართველოში 2 263 უბანზე ტარდება, დანარჩენ უბნებზე, ასევე საზღვარგარეთ, კენჭისყრა ტრადიციული წესით იმართება. საარჩევნო პროცესს დააკვირდება 76 საერთაშორისო ორგანიზაციის 1 700-ზე მეტი დამკვირვებელი, 111 ადგილობრივი ორგანიზაციის 23 000-ზე მეტი დამკვირვებელი, ასევე პროცესს გააშუქებს 199 მედია ორგანიზაციის 2 800-ზე მეტი წარმომადგენელი
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)