22:13 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-26 17:46:39, 246 ნახვა

პოლიტიკა
„ვერ ვუკავშირდები შს მინისტრს“ - პრეზიდენტი გომელაურს მოუწოდებს, რომ ინციდენტებზე პოლიციის რეაგირება უფრო სწრაფი იყოს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მოუწოდებს, რომ საარჩევნო უბნებზე დაფიქსირებული ინციდენტებისას უწყების რეაგირება უფრო სწრაფი იყოს.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ის შინაგან საქმეთა მინისტრს ვერ უკავშირდება და სამთავრობო ცხელი ხაზიც არ მუშაობს.

"მე მინდა მივმართო ჩვენ მოქალაქეებს და ვუთხრა თუ რამდენად მნიშვნელოვანია დღევანდელი არჩევნები, აღვნიშნო თუ რამდენად მაღალია აქტივობა. ეს არის ძალიან კარგი ნიშანი და საჭიროა რომ გაგრძელდეს დღის მეორე ნახევარშიც. არაჩვეულებრივი აქტივობაა საზღვარგარეთაც. მიუხედავად იმისა, რომ იქ პირობები მძიმე და რთულია, თანამემამულეები აქტიურად მიდიან და მათ ძალიან დიდი მადლობა.

მინდა აღვნიშნო ძალადობის ის ფაქტები, რომელიც საქართველოში სხვადასხვა უბანზე ხდება. ხან მედიას დაუნგრიეს აპარატურა, ხან კი პირდაპირი ძალადობაა. შეკრებილი არიან ჯგუფები, რომელთა ერთადერთი მიზანია, რომ იქ დაძაბულობა მოხდეს. ეს ძალიან სამწუხაროა, ესაა ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია. ეს არის სისუსტის მაჩვენებელი, არავინ შეშინდეს ამით.

მე მინდა მივმართო შს მინისტრს, რომელსაც ვერ ვუკავშირდები სამწუხაროდ, ჩემი ადმინისტრაცია ვერ უკავშირდება მის მოადგილეს, ოფიციალური სამთავრობო ხაზიც არ მუშაობს. მინდა მას ვთხოვო და მოვუწოდო, რომ პოლიციის რეაგირება იყოს უფრო სწრაფი, უფრო ეფექტური, არ შეიძლება იყოს ამ ტიპის დაძაბულობა საარჩევნო უბნებზე, ეს არ გვეკადრება. დიდი მადლობა მედიას, რომელმაც არაჩვეულებრივი გამბედაობა და ეფექტურობა დაამტკიცეს, მით უმეტეს ქალებმა. არ დაიზაროთ, წადით არჩევნებზე და გადაწყვიტეთ ჩვენი ქვეყნის ბედი",- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics