|
2016-02-26 13:44:00, 506 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი აბესაძე: "ქართულმა ოცნებამ" გადაწყვიტა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ 290 ათასი ოჯახი კომუნალური შეღავათის გარეშე დატოვოს
საკრებულოში დეპუტატები 2016 წლის შემცირებულ ბიუჯეტს განიხილავენ. ცვლილებები კომუნალურ ვაუჩერებს შეეხება და გამოყოფილი 45 მილიონი ლარის, 14 მილიონით შემცირებას გულისხმობს. ცვლილებებს საკრებულოს ოპოზიციაში არ ეთანხმებიან. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ ცვლილებების შედეგად, დაახლეობით, 290 ათასი ოჯახი კომუნალური ვაუჩერის გარშე დარჩება. „"ქართულმა ოცნებამ" გადაწყვიტა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ადამიანების სოციალური საჭიროებების განურჩევლად, თბილისელების 2/3, დაახლოებით, 290 ათასი ოჯახი მეტად მნიშვნელოვანი კომუნალური შეღავათის გარეშე დატოვოს“,- განაცხადა ირაკლი აბესაძემ. კომუნალური ვაუჩერების შესახებ ბიუჯეტში ცვლილებებს საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი, ალეკო ელისაშვილიც ეწინააღმდეგება. „თუ რამე ქამრების შემოჭერის მსგავსი უნდათ, თვითონ აქვთ უზარმაზარი ქამრები და დაიწყონ თვითონ შემოჭერა და ხალხს აჩვენონ, რომ თვითონ იკლებენ“,- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. საკრებულოს უმრავლესობაში კი აღნიშნავენ, რომ სოციალურად დაუცველებს ის ვაუჩერი, რომელიც წლების წინ ჰქონდათ გაუორმაგდათ. "ნებისმიერი ოჯახი ვისაც სჭირდება, რომ სახელმწიფოსგან სოციალური დახმარება მიიღოს, ისინი აუცილებლად მიიღებენ. სოციალურად დაუცველებს კი არ აკლდებათ, სოციალურად დაუცველებს გაუორმაგდათ ის ვაუჩერი, რომელსაც წლების წინ აძლევდნენ“, - განაცხადა საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ჯაბა სამუშიამ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)