|
2024-10-26 13:09:26, 294 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - მნიშვნელოვანია თითოეული ამომრჩევლის ხმა და მაღალი აქტივობა, იმისათვის, რომ ჩვენ მოვიპოვოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა
ეს არის ძალიან პრინციპული არჩევნები, სადაც წყდება ის, თუ რა მიმართულებით განვითარდება ჩვენი ქვეყანა, მათ შორის, შევძლებთ ჩვენ მშვიდობის შენარჩუნებას თუ წავა პროცესები იმ სცენარით, რა სცენარითაც გვთავაზობდა მოვლენების განვითარებას ჩვენს ქვეყანაში რადიკალური ოპოზიცია,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, თითოეული ამომრჩევლის ხმა და მაღალი აქტივობა მნიშვნელოვანია, იმისათვის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვოს საკონსტიტუციო უმრავლესობა, რაც იქნება ყველაზე მყარი გარანტია ქვეყნის სტაბილური, გრძელვადიანი განვითარებისთვის. „ჩვენ ვართ დარწმუნებული, რომ შენარჩუნებული იქნება მშვიდობა, რომ უზრუნველყოფილი იქნება ქვეყნის წინსვლა და განვითარება. ამის ერთადერთი გარანტი ამ ქვეყანაში არის „ქართული ოცნება“ ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება. ჩვენ გვაქვს ამბიციური ამოცანა - მივიღოთ არამხოლოდ უბრალოდ უმრავლესობა საქართველოს პარლამენტში, არამედ ჩვენი სურვილია მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა. წინასწარი მონაცემების მიხედვით, ეს არის აბსოლუტურად რეალისტური ამოცანა, დღევანდელი აქტივობების მონაცემებიც ამაზე მეტყველებს, რომ აბსოლუტურად რეალურია საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება. დანარჩენი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში არის დამოკიდებული ამომრჩევლის აქტიურობაზე, მნიშვნელოვანია თითოეული ამომრჩევლის ხმა, მნიშვნელოვანია მაღალი აქტივობა, იმისათვის, რომ ჩვენ მოვიპოვოთ სწორედ საკონსტიტუციო უმრავლესობა, რაც იქნება ყველაზე მყარი გარანტია ქვეყნის სტაბილური, გრძელვადიანი განვითარებისთვის“,- განაცხადა კობახიძემ.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)