|
2024-10-25 16:18:01, 386 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი პოლიციელებს - მოგიწოდებთ, არ შეასრულოთ უკანონო ბრძანებები - არჩევნების შემდეგ წნეხისგან გაგათავისუფლებთ
მოგიწოდებთ, არ შეასრულოთ უკანონო ბრძანებები - არჩევნების შემდეგ გაგათავისუფლებთ წნეხისგან,- ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წერილში, რომელიც მისი "ფეისბუქის" გვერდზე გავრცელდა. როგორც ექსპრეზიდენტი წერილში აღნიშნავს, „დღეს პოლიციის ღირსებას ერთი მუჭა მაფიოზების ჯგუფი ფეხქვეშ თელავს“. "მიმართვა პოლიციელებს: ჩემო ძვირფასებო, საქართველოს ახალი პოლიცია ჩემი პრეზიდენტობის დროს შეიქმნა და ყოველთვის იყო ჩემი და მთელი საქართველოს სიამაყის წყარო. დღეს პოლიციის ღირსებას ფეხქვეშ თელავს ერთი მუჭა მაფიოზების ჯგუფი, რომელიც მოკალათებულია ხელისუფლებაში და ემსახურება ოლიგარქს და რუსეთს. ჩვენ ამ არჩევნების შემდეგ ქართველებთან ერთად გაგათავისუფლებთ ამ წნეხისგან. მოგიწოდებთ, არ შეასრულოთ უკანონო ბრძანებები!"- აღნიშნულია სააკაშვილის წერილში.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)