04:51 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-25 10:36:52, 391 ნახვა

მსოფლიო
Reuters - სამხრეთ ლიბანზე ისრაელის თავდასხმას 3 ჟურნალისტი ემსხვერპლა

სამხრეთ ლიბანზე ისრაელის თავდასხმას 3 ჟურნალისტი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ლიბანური მედიის ცნობით, დილით, ქალაქ ჰასბაიაზე იერიშის შედეგად დაღუპულთა შორის პროირანული მედიასაშუალების, "ალ-მაიადინის" ოპერატორები - ღასან ნაჯარი და მოჰამედ რედა, ასევე "ჰეზბოლასთან" დაახლოებული ტელეარხის, "ალ-მანარის" ოპერატორი არიან.

ადგილზე მყოფი ჟურნალისტების ინფორმაციით, ბუნგალო, სადაც მამაკაცებს ეძინათ, პირდაპირი დარტყმის სამიზნე გახდა.

"ოკუპანტების მიერ ჟურნალისტების საცხოვრებელზე თავდასხმა წინასწარ განზრახული იყო. დაშავებულები არიან სხვა არაბული არხების ჟურნალისტებიც",- განაცხადა "ალ-მაიადინის" დირექტორმა, ღასან ბინ ჯიდომ.

ისრაელში კომენტარი ჯერჯერობით არ გაკეთებულა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics