16:08 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-24 20:43:47, 385 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი - გავითვალისწინე ოთხივე პარტიის შეხედულება, რომ ჯობდა პრემიერის კანდიდატურის წარდგენა არჩევნების შემდეგ გადაწყვეტილიყო

გავითვალისწინე ოთხივე პარტიის შეხედულება, რომ ჯობდა [პრემიერის კანდიდატურის წარდგენა] არჩევნების შემდეგ გადაწყვეტილიყო,- ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში მიმდინარე პრესკონფერენციაზე "ექსპრესნიუსის" შეკითხვას პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშრებით.

"ექსპრესნიუსის" კითხვაზე : "პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი უკვე შერჩეული გყავთ, თუმცა მისი დასახელება, 4 ოპოზიციური პარტიის მოსაზრების გათვალისწინებით, არჩევნების შემდეგ მოხდება. მას შემდეგ, რაც საქართველოს მოქალაქეები არჩევანს გააკეთებენ, რა ვადაში მოხდება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის დასახელება და ასევე, საინტერესოა, დასახელდება ის პიროვნება, რომელიც უკვე შერჩეული გყავთ, თუ კანდიდატთან დაკავშირებით კონსულტაციები 26 ოქტომბრის შემდეგაც გაგრძელდება?" სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა:

"ქარტია ასწავლებინებს, რომ პრეზიდენტი წარადგენს პრემიერმინისტრს, მაგრამ დემოკრატია ის არის, რომ ერთმანეთის ყველაფერი გავითვალისწინოთ და მე გავითვალისწინე, ამ შემთხვევაში, ოთხივე პარტიის შეხედულება, რომ ჯობდა ეს საკითხი არჩევნების შემდეგ გადაწყვეტილიყო. მე წარვადგენ ჩემს კანდიდატს და ვნახავთ, რაზე შევთანხმდებით, როდის შევთანხმდებით. ასევე არსებობს საკონსტიტუციო ვადები. ამ ვადებში უნდა იყოს წარდგენილი პრემიერი და მისი მთავრობა და ამას უნდა დავემორჩილოთ. რთული იქნება ალბათ, საუბრები იქნება, ეს არის დემოკრატია. ადვილი არაფერი არ არის დემოკრატიაში. ბევრად უფრო მარტივია ერთი კაცის ერთპარტიული მმართველობა, მაგრამ ეს არის საზოგადოებისთვის მარტივი და მისაღები",- განაცხადა პრეზიდენტმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი – ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ ექიმები, ისე იმოქმედებს პენიტენციური სამსახური
Flyone-მა კიშინაუდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო
შსს - უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 37 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 700 კილოგრამამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება განადგურდა
ივანიშვილის წარმომადგენელ პაპუაშვილს ჰქონია, რომ ცენზურა ქვეყანაში ევროკავშირის იმიჯის გამოსასწორებლად დააწესა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics