07:12 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-24 17:58:34, 325 ნახვა

საზოგადოება
საქართველოსა და ყაზახეთის საავიაციო ხელისუფლებებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

მალაიზიის ქალაქ კუალა-ლუმპურში გრძელდება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო  მოლაპარაკებები - ICAN2024. გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ღონისძიების ფარგლებში, საქართველოსა და ყაზახეთის საავიაციო ხელისუფლებებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

“მხარეების მიერ ხელმოწერილი მემორანდუმის შესაბამისად, ქართულ ავიაკომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახორციელონ დამატებით ყაზახეთის 12 ქალაქის მიმართულებით. მემორანდუმით გათვალისწინებული დამატებითი დანიშნულების პუნქტებია, ისეთი მსხვილი ქალაქები როგორიცაა, შიმკენტი, აქტობე, ყარაღანდა, კოსტანაი, თარაზი, სემეი და სხვა. უნდა აღინიშნოს, რომ დღემდე საქართველოს მხრიდან დანიშნული ავიაკომპანიებისთვის რეგულარული ფრენების განხორციელება დაშვებული იყო მხოლოდ ასტანის, ალმათისა და აქტაუს მიმართულებებით.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელის, გივი დავითაშვილის განცხადებით, მიღწეული შეთანხმება გააუმჯობესებს ქართული ავიაკომპანიების წვდომას ყაზახეთის საავიაციო ბაზარზე და ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის საავიაციო მიმოსვლის შემდგომ ზრდას. საქართველოსა და ყაზახეთის ქალაქებს შორის საჰაერო მიმოსვლას ამჟამად ავიაკომპანიები"Air Astana", "FlyArystan" და "SCAT" ასრულებენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics