|
2024-10-24 15:53:07, 266 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე ოპოზიციაზე - მათ დნმ-შია ბულინგი, ხალხის კვლა, წამება და გაუპატიურება
ჩვენ მათ ვერ შევცლით - მათ დნმ-შია ბულინგი, ხალხის კვლა, წამება, გაუპატიურება. როგორ შეიძლება ეს ადამიანები შეიცვალონ,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. კალაძის თქმით, “რადიკალურ ოპოზიციას, რომელიც დღეს მხოლოდ გარედან ნაკარნახები ანტისახელმწიფოებრივი დავალებების შესრულებით არის დაკავებული, საქართველოს მოსახლეობა სათანადო პასუხს 26 ოქტომბერს გასცემს“. “ხელისუფლებაში ყოფნის დროს მათ აჩვენეს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს და მთელ მსოფლიოს, როგორი არ უნდა იყოს ხელისუფალი და დღეს ოპოზიციაში იმყოფებიან. ეს არის რადიკალური დაჯგუფება, ყველაზე ბოროტი ძალა, რომელიც მზად არის, შეასრულოს გარედან ყველა სიბინძურე და დავალება ქვეყნის წინააღმდეგაც კი. ვნახეთ 2008 წელს რამხელა ბოროტება ჩაიდინეს, ეს იყო ჩვეულებრივი მოღალატეობრივი აქტი. ყველაფერს გაეცემა შესაბამისი პასუხი. არავის ეშინია არც მათი ბულინგის, შეურაცხყოფის. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა 26 ოქტომბერს ყველა რადიკალს შესაბამის პასუხს გასცემს. რადიკალიზმის დრო ქვეყანაში დამთავრდა, ბოროტება ვერასოდეს გაიმარჯვებს, მოძალადეები ვერასოდეს გაიმარჯვებენ, ქვეყანაში იქნება მშვიდობა, სიმშვიდე და მოხდება ამ ქვეყნის განვითარება და წინსვლა“,- განაცხადა კალაძემ.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)