01:26 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-22 20:41:34, 378 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბიშვილი მოლდოვაზე და უკრაინაზე - დარწმუნებული ვარ, ევროკავშირში სამივე ერთად ძალიან მალე შევალთ

დარწმუნებული ვარ, სამივე ერთად შევალთ ევროკავშირში, ძალიან მალე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, "ფორმულასთან" ინტერვიუში უკრაინასა და მოლდოვაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, რუსეთმა უკრაინასა და მოლდოვაში სასურველ მიზანს ვერ მიაღწია.​

"რუსეთი ვერაფერს აღწევს დღევანდელ დღეს. უკრაინაში ვერ აღწევს თავის მიზანს, კი გრძელდება [ომი], საშინელი, ტრაგიკული მომენტია უკრაინაში 2 წელია და მეტი, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთმა ვერ მიაღწია მიზანს იმის მიუხედავად, რომ ითვლებოდა, რომ რუსეთის ჯარი ყველაზე ძლიერი ჯარი იყო.

მოლდოვაში რუსეთმა ვერ მიაღწია მიზანს, იმის მიუხედავად, რომ დაიხარჯა ძალიან დიდი ფული და მე ველაპარაკე რამდენიმე კვირის წინ მაია სანდუს, კიდევ ერთი კვირის წინ მეორედ ვესაუბრე - უზარმაზარი თანხები დაიხარჯა, იქ პრორუსული ძალები ძალიან აქტიური იყვნენ და გამოყენებული იყო ყველანაირი ჰიბრიდული საშუალება, რაც არსებობს და ამის მიუხედავად, ეს ქალი დგას და რეფერენდუმი მოიგო რთულ პირობებში და ეს უდიდესი გამარჯვებაა. მე დარწმუნებული ვარ, რომ სამივე ერთად შევალთ ევროკავშირში ძალიან მალე და ძალიან სწრაფად",- განაცხადა ზურაბიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics