05:52 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-22 17:51:50, 428 ნახვა

მსოფლიო
ევროპარლამენტმა უკრაინისთვის 35 მილიარდამდე ევროს ოდენობით სესხის გამოყოფას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტარებმა მხარი დაუჭირა უკრაინისთვის 35 მილიარდამდე ევროს ოდენობით სესხის გამოყოფას, რომელიც გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლით უნდა დაიფაროს. ამის შესახებ ევროპარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზშია ნათქვამი. 

როგორც პრესრელიზშია აღნიშნული, გადაწყვეტილებას მხარი 518-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 56 წინააღმდეგი წავიდა, 61-მა კი თავი შეიკავა.

"პარლამენტმა მხარი დაუჭირა ახალ მაკროფინანსურ დახმარებას რუსეთის სასტიკი, აგრესიული ომის წინააღმდეგ უკრაინის მხარდაჭერის მიზნით. ეს სესხი არის ევროკავშირის წილი "დიდი შვიდეულის" პაკეტში, რომელზედაც შეთანხმება ივნისში მოხდა და რომელიც უკრაინისთვის 50 მილიარდამდე აშშ დოლარით ფინანსური დახმარების გაწევას ითვალისწინებს",- აღნიშნულია პრესრელიზში.

ევროპარლამენტი განმარტავს, რომ საბოლოო თანხის რაოდენობა, რომელსაც ევროკავშირი გამოყოფს, შეიძლება იყოს უფრო ნაკლები და ეს დამოკიდებულია "დიდი შვიდეულიდან" სხვა პარტნიორების მიერ გაცემული სესხების მოცულობაზე.

სესხით გათვალისწინებული თანხები 2025 წლის ბოლომდე უნდა გაიცეს.

ევროკავშირის მთავრობებმა აღნიშნულ შეთავაზებას მხარი უკვე დაუჭირეს და ევროპული საბჭო წერილობითი პროცედურით რეგულაციის მიღებას ევროპარლამენტში გამართული კენჭისყრის შემდეგ გეგმავს. რეგულაცია ძალაში ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში მისი გამოქვეყნებიდან მეორე დღეს შევა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics