|
2024-10-22 10:51:07, 241 ნახვა
პოლიტიკა
ივანიშვილი გახარიაზე - ამ გარეწართან რომ დგანან, რა თქმა უნდა, გასამართლება მოუწევთ
ისევ დავუბრუნდები ამ ჩემს მოუშუშებელ ჭრილობას ასე ვთქვათ. ამ გახარიას პარტიის წევრებს, არასოდეს შეურაცხყოფა არ მიმიყენებია პოლიტიკოსისთვის, ამ გარეწართან, ამის გვერდით რომ დგანან, რა თქმა უნდა, გასამართლება მოუწევთ,- განაცხადა "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა. მისი განცხადებით, გიორგი გახარიას „დაუმტკიცებენ, რას და რატომ აკეთებდა, როგორ ეხმარება დღესაც „ნაციონალურ მოძრაობას" ხელისუფლებაში დასაბრუნებლად და რამდენად კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ საქართველოს ომში ჩართვა მოუწევს“. ივანიშვილმა აღნიშნა ისიც, რომ „გახარიასა და მისი გუნდის მიმართ უფრო მეტი გაღიზიანება აქვს, ვინაიდან ისინი პარლამენტში სწორედ "ქართული ოცნების" მანდატით შევიდნენ, ხოლო დღეს, "ნაცმოძრაობაზე" უარესსაც აკეთებენ“. "რა თქმა უნდა, თეთრით შავზე დავუმტკიცებთ ყველაფერს, რას აკეთებდა და რისთვის აკეთებდა „ნაციონალური მოძრაობის“ მოყვანას როგორ ეხმარებოდა და ეხმარება დღესაც და რა კარგად აქვს გათვითცნობიერებული, რომ მეორე დღესვე საქართველო ომში უნდა ჩართოს, სასამართლო დონეზე გვაქვს ყველა დოკუმენტი დალაგებული, რა თქმა უნდა ამათ მოუწევთ პასუხისგება და მკაცრი პასუხისგება. უფრო მეტი გაღიზიანება მასზე და მისი პარტიის წევრებზე მაქვს, ისინი „ქართული ოცნების“ წევრები იყვნენ უმრავლესობა და ჩვენი მანდატით შემოვიდნენ პარლამენტში. დღეს რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივს ერთი-ერთში იმეორებენ და უარესსაც ზოგჯერ, რა თქმა უნდა, ისინი მკაცრ სასჯელს იმსახურებენ და გარწმუნებთ, რომ მიიღებენ კიდეც. მე კიდევ ვიმეორებ, რომ შორს ვარ იმისგან, რომ ამომრჩევლის დასჯაზე უნდა განაცხადოს, რომელიმე პოლიტიკურმა პარტიამ“,- აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)