03:04 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-21 11:19:24, 331 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - არჩევნები არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე წააგეს

ხალხი მთელი საქართველოდან ჩამოიყვანეს, ოთხი პარტია და მთელი მდიდარი „ენჯეოსექტორი“ აორგანიზებდა და ბოლოს მაინც გამოუვალი მდგომარეობით დაამთავრეს,- ასე ეხმიანება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე თბილისში გამართულ მარშს, სახელწოდებით „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“.

როგორც მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს, ოპოზიციამ არჩევნები არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე წააგო.

„ხალხი მთელი საქართველოდან ჩამოიყვანეს, ოთხი პარტია და მთელი მდიდარი „ენჯეოსექტორი“ აორგანიზებდა და ბოლოს მაინც გამოუვალი მდგომარეობით დაამთავრეს  - ვინ ექაჩებოდათ, ჩაეტარებინათ რუსთაველზე, ცოტა მეტს გამოაჩენდნენ. არჩევნები არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე წააგეს. ასეთი ჯერ არ უქნია არავის“,- წერს მდინარაძე.

შეგახსენებთ, თბილისში მარში, სახელწოდებით „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ გუშინ, 20 ოქტომბერს გაიმართა. მარში 5 ლოკაციიდან - გმირთა მოედნიდან, მარჯანიშვილის მოედნიდან, რესპუბლიკის მოედანიდან, 300 არაგველის ობელისკიდან და ამაღლებისა და ასათიანის ქუჩების მიმდებარე ტერიტორიიდან 17:00 საათზე დაიწყო და თავისუფლების მოედანზე გაგრძელდა. მარშს შეუერთდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics