|
2024-10-20 22:44:00, 307 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე სალომე ზურაბიშვილზე - ეს ადამიანი საერთოდ არ ცნობს კონსტიტუციას, ფეხქვეშ გათელა იგი, მისთვის სახელმწიფოებრიობა არაფერს ნიშნავს
„ჩვენ გვაქვს უამრავი წინგადადგმული ნაბიჯი, არაერთი განხორციელებული რეფორმა და ამ ყველაფერს ვერავინ შეაჩერებს, ვერც ზურაბიშვილი, ვერც აღნიშნული მარშები. ქვეყანაში გვექნება მშვიდობა, რაც არ უნდა აგენტები შეიკრიბონ და ის მოღალატეები, რომელთაც სურვილი აქვთ, ქვეყანაში გაიხსნას მეორე ფრონტი", - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა, როდესაც მას „ევროკავშირის მარშზე" სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლის შეფასება სთხოვეს, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტმა მარშში მონაწილეობა ხალხის გამარჯვებად შეაფასა. კახა კალაძის განცხადებით, პრეზიდენტი დღეს, თავის თანაგუნდელ ქვეყნის აგენტებთან ერთად, გარედან ნაკარნახევი დავალებების შესრულებით არის დაკავებული. „როგორი გამარჯვებაც დღევანდელი მარში არის, სულ ასეთი გამარჯვებულები იყვნენ ქვეყნის მტრები, მოღალატეები და აგენტები. ყველას აქვს თავისი შეხედულება და უფლება, გამოვიდეს, შეიკრიბოს. ეს ადრე იყო შეზღუდული და ცდილობდნენ, რომ განსხვავებული აზრი ჩაეხშოთ. დღეს ჩვენ გვაქვს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს ქვეყანა დემოკრატიულად ვითარდება და რაც, სამწუხაროდ, უკრაინაში ხდება, ეს აქ არ მოხდება. ქვეყანაში გვექნება მშვიდობა და მოხდება ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და წინსვლა. ეს ადამიანი (სალომე ზურაბიშვილი) საერთო არ ცნობს კონსტიტუციას, ფეხქვეშ გათელა კანონები, კონსტიტუცია. პირველი უნდა იყოს, ვინც უნდა იცავდეს კანონსა და კონსტიტუციას, თუმცა მისთვის მისი სახელმწიფოებრიობა არაფერს ნიშნავს და ასეთ ადამიანს, "ქაჯებს", როგორც თვითონ იტყოდა, საზოგადოება გასცემს პასუხს. ეს ძალები, რომლებიც ე.წ. ოპოზიციით არიან წარმოდგენილი, არადა აგენტები არიან, გარე დავალებებს ასრულებენ, ჩვეულებრივ მოღალატეობრივ ქმედებებეში არიან შემჩნეული და ყველას მოუწევს პასუხისგება ჩადენილ საქციელზე, რა მდგომარეობაში ჩააყენეს ქვეყანა 2008 წელს, რა იკადრეს, რა აკადრეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას თავის სატელიტებთან ერთად", - განაცხადა კახა კალაძემ.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)