|
2016-02-25 18:45:07, 639 ნახვა
საზოგადოება
ელექტრონული რეცეპტის მეშვეობით, პაციენტებს აღარ ექნებათ საჭიროება, ქაღალდის ინფორმაცია ატარონ
შრომის, ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, უახლოეს მომავალში ჯანდაცვის სისტემა ელექტრონულ რეცეპტებზე გადავა, რაც პირველი ჯგუფის მედიკამენტებზე უკვე ორი წელია მოქმედებს, თუმცა მისივე თქმით, ეს უახლოეს მომავალში მედიკამენტების უფრო ფართო წრეზე გავრცელდება. მინისტრის განმარტებით, როცა პაციენტს რეცეპტს გამოუწერენ, ექიმს მაშინვე შეეძლება ატვირთოს ინფორმაცია და პაციენტს ქაღალდით ინფორმაციის ტარება აღარ მოუწევს. აფთიაქს კი, საშუალება ექნება, კანონით დადგენილი ფორმით, ექიმის მიერ გამოწერილი რეცეპტის საფუძველზე მედიკამენტი გასცეს. „მნიშვნელოვანია მკაფიოდ განისაზღვროს რა არის ონლაინ, ანუ ელექტრონული რეცეპტი და რა არის სატელეფონო კონსულტაცია. სატელეფონო კონსულაციით რეცეპტის გამოწერა ეწინააღმდეგება კანონით დადგენილ ნორმებს და კანონს, ეს არის არალეგალური მოქმედება, რაზეც შესაბამის რეაგირებას აკეთებს ჯანდაცვის სამინისტრო. რაც შეეხება ონლაინ, ან სხვანაირად ელექტრონულ რეცეპტს, ეს მიღებული ფორმაა, უკვე ორი წელია პირველი ჯგუფის მედიკამენტებსზე მუშაობს. ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში დაიწყება უფრო ფართო შესაძლებლობები, როდესაც პაციენტებს არ ექნებათ იმის საჭიროება, რომ ქაღალდის ინფორმაციის მატარებელი ჰქონდეთ, ანუ როდესაც ექიმი პაციენტს გასინჯავს და გამოუწერს რეცეპტს, ექიმს მაშინვე შეეძლება ატვირთოს ინფორმაცია და პაციენტმა ქაღალდი არ ატაროს. აფთიაქს ექნება საშუალება კანონის დადგენილი ფორმით, ექიმის მიერ გამოწერილი რეცეპტის საფუძველზე გასცეს მედიკამენტი”,-განაცხადა სერეეგნკომ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)