|
2024-10-19 22:15:54, 261 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - 26 ოქტომბერს ყველამ ერთად უნდა გავაფერადოთ ნომერი 41, გავაფერადოთ ჩვენი ქვეყანა
26 ოქტომბერს ყველამ ერთად უნდა გავაფერადოთ ნომერი 41, გავაფერადოთ ჩვენი ქვეყანა, ჩვენ უნდა ავირჩიოთ „ქართული ოცნება“ და ავირჩიოთ საქართველოს ნათელი მომავალი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ქუთაისში, პარტიის საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. კობახიძის თქმით, „ქართული ოცნების“ გამარჯვება ორი უმთავრესი ეროვნული ამოცანის, სიღარიბის საბოლოო აღმოფხვრის და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესრულების ერთადერთი გარანტიაა. „„ქართული ოცნების“ გამარჯვება ერთადერთი გარანტი იმისა, რომ საქართველო თანმიმდევრულად ივლის წინ ორი უმთავრესი ეროვნული ამოცანის შესრულებისკენ ეს არის სიღარიბის საბოლოო აღმოფხვრა ჩვენს ქვეყანაში და ეს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ეს არის ჩვენი „ქართული ოცნება“, რომელიც დარწმუნებული ვარ აუცილებლად ახდება. სწორედ ამიტომ, 26 ოქტომბერს ყველამ ერთად უნდა გავაფერადოთ ნომერი 41, გავაფერადოთ ჩვენი ქვეყანა, ჩვენ უნდა ავირჩიოთ „ქართული ოცნება“ და ავირჩიოთ საქართველოს ნათელი მომავალი. 26 ჩვენი დღეა და ოქტომბერი არის ჩვენი თვე და 26 ოქტომბერს აუცილებლად გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“, აუცილებლად გაიმარჯვებს საქართველო. ღმერთი ფარავდეს ამ ულამაზეს ქალაქს, ამ ულამაზეს მხარეს და სრულიად საქართველოს“, – განაცხადა კობახიძემ.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)