|
2024-10-18 14:36:10, 843 ნახვა
რეგიონი
რიჟვაძე - აჭარის ბიუჯეტით დაგეგმილი სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები მორგებული და გათვლილია აჭარის მცხოვრებლის საჭიროებებზე
2025 წლის აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტი 850 100 000 ლარს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მტავრობა ავარცელებს. აჭარის მტავრობის ცნობით, დღეს გამართულ აჭარის მთავრობის სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში დაგეგმილი და მიმდინარე პროექტები განიხილა. თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ ბიზნესის თავისუფლების, მშვიდობის პირობებში შესაძლებელია ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მიღწევა და უკვე მეორე წელია, აჭარის რეგიონში და მთლიანად ქვეყანაში, ზრდა არის შთამბეჭდავი და ერთ-ერთი მოწინავე როგორც ევროპაში, ასევე მთელ მსოფლიოში. "ჩვენ მომავალი წლის ბიუჯეტს ვგეგმავთ 11%-იანი ზრდით. უკვე გამოცხადდა შესაბამისი სატენდერო პროცედურები სხვადასხვა პროექტების განსახორციელებლად. უახლოეს პერიოდში გამოცხადდება ოცნების ქალაქის მეორე ეტაპი და ამ მიმართულებით გათვალისწინებულია 30 მლნ ლარი. აღნიშნული პროექტის ფარგლებში აშენდება 1100 ახალი ბინა და ყველა იქ მაცხოვრებელი, იქნება დაკმაყოფილებული უსაფრთხო, თანამედროვე საცხოვრისით. იზრდება როგორც კაპიტალური, ასევე სპეციალური ტრანსფერები ყველა მუნიციპალიტეტში, რისთვისაც მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, ბატონ პრემიერ მინისტრს, რადგან გაითვალისწინეს ჩვენი თხოვნა და მაღალმთიანი აჭარის რიგ მუნიციპალიტეტებს გაეზრდებათ დღგ-ს შესაბამისი განაკვეთი, რაც მათ მისცემს საშუალებას საბიუჯეტო ღონისძიებები კიდევ უფრო ეფექტიანად დაგეგმონ. ბიუჯეტის ზრდის ფარგლებში, აჭარაში, როგორც ცენტრალურ აპარატში, ასევე შესაბამის საქვეუწყებო დაწესებულებებში საჯარო მოხელეებს გაეზრდებათ ხელფასი და დარწმუნებული ვარ ეს იქნება სტიმული საქმის ეფექტიანად და კეთილსინდისიერად კეთების",- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. რესპუბლიკური ბიუჯეტი 85 400 000 ლარით გაიზარდა და 850 100 000 ლარს შეადგენს. გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში უკვე გამოცხადდა ტენდერი სხვადასხვა მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრამების განხორციელებაზე. მათ შორის, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში FIFA-ს სტანდარტის, 450 მაყურებელზე გათვლილი "მაჭახელას" საფეხბურთო სტადიონის, დაბა ხულოს სპორტული სკოლის და საფეხბურთო სტადიონის მოწყობის სამუშაოებზე. დაბა ქედაში, "საფეხბურთო კლუბ ბეთლემის" სტადიონის სამშენებლო სამუშაოებზე, 800 მაყურებელზე გათვლილი FIFA-ს სტანდარტის მინდვრის საფარის მქონდე სტადიონის პროექტის ღირებულება 6 314 540 ლარია. გამოცხადდა ტენდერი ქობულეთში, კიდევ ერთი, ახალი 1.4 კილომეტრიანი ზღვისპირა პარკის მოწყობის სამუშაოებზე. ასევე დაიწყება ქობულეთის ეკომიგრანტების საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა. გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში დაფინანსდება მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პროექტი. აჭარაში წყლის სისტემის განვითარებისთვის 13 000 000 ლარი დაიხარჯება. განხორციელდება მთის კურორტებისა და სარეკრეაციო ადგილების განვითარების ხელშემწყობი პროექტები.
მაღაზიათა ქსელებს 30 000 ლარამდე ფინანსური ზარალი მიაყენეს - დაკავებულია 6 არასრულწლოვანი
შსს: მესტიაში დამატებით 17 ე.წ. მაინერი ამოვიღეთ - 3 დღეში ჯამში ამოღებულია 212
უკრაინულმა დრონებმა პეტერბურგი დაბომბეს, დააზიანეს წყალქვეშა იარაღის წარმოების მთავარი ინსტიტუტი
NBC News: პენტაგონმა ისრაელის მხრიდან კონტრდაზვერვის საფრთხის დონე უმაღლესამდე გაზარდა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)