|
2024-10-17 15:27:00, 263 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - რადიკალური ოპოზიცია მაქსიმალურად შეეცდება, ქვეყანაში დაძაბულობა შემოიტანოს, თუმცა შესაბამისი სამსახურები მოწოდების სიმაღლეზე დგანან
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ „რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები მაქსიმალურად შეეცდებიან, წინასაარჩევნოდ ქვეყანაში დაძაბულობა და არეულობა შექმნან". ამის შესახებ მან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული იმ ინფორმაციის შეფასებისას აღნიშნა, რომლის თანახმადაც, პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები, ხელოვნური ინტელექტისა და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით დამონტაჟებული, ფალსიფიცირებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გავრცელებას გეგმავენ. „ხედავთ, თუ როგორ ვითარებაში მიმდინარეობს არჩევნები. ეუთო/ოდირ-ის დასკვნაც ვიხილეთ ამაზე. რა თქმა უნდა, მისასალმებელია ის გარემოება, რაც დღეს ქვეყანაში გვაქვს, როგორი საარჩევნო კამპანიაც მიდის - მშვიდი, სადაც ყველა პოლიტიკურ პარტიას აქვს კამპანიის ჩატარების შესაძლებლობა. პროცესი ყოველგვარი ექსცესების გარეშე მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, ეს მოცემულობა რადიკალურ ოპოზიციას არ აწყობს. მაქსიმალურად შეეცდებიან, ქვეყანაში შემოიტანონ დაძაბულობა, დაპირისპირება, არეულობა, თუმცა ჩვენი შესაბამისი სამსახურები ყოველთვის დგანან მოწოდების სიმაღლეზე და ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ქვეყანაში შენარჩუნდეს მშვიდობა, მოქალაქეებს ბოლომდე ჰქონდეთ კამპანიის მშვიდ ვითარებაში ჩატარებისა და არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, მოსახლეობა სწორ არჩევანს გააკეთებს, რაც მშვიდობის შენარჩუნებასა და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას ნიშნავს.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)